ადგილები რომელსაც

ავლაბრის არალეგალური სტამბა

ამიერ-კავკასიაში და საქართველოში არალეგალური სტამბის მოწყობის საქმე განუყრელად დაკავშირებულია დიდი სტალინის სახელთან . . . ავლაბრის ბოლშევიკური არალეგალური სტამბა წარმოადგენს შესანიშნავ ისტორიულ ძეგლს იმ უდიდეს რევოლუციურ გმირული ბრძოლების შესახებ, რომელსაც რევოლუციურ მოძრაობის ყველა ეტაპზე დიდი სტალინის ხელმძღვანელობით ამიერ-კავკასიის ბოლშევიკები ეწეოდნენ

განავრცე

1904-1905 წლების განმავლობაში, როდესაც სტამბა სრული დატვირთვით მუშაობდა, მისი ადგილსამყოფელი სასტიკად იყო გასაიდუმლოებული. მისი ადგილსამყოფელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებმაც არ იცოდნენ. სტამბა შემთხვევით აღმოაჩინა ჟანდარმერიამ 1906 წლის აპრილში, 15 აპრილს შენობა თითქოს მასობრივი ჩხრეკის ფარგლებში მოყვა და სტამბაც შემთხვევით იპოვეს. 

მეტეხი ისტორიული უბანია მტკვრის კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში. მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, რომელიც მტკვრის ნაპირზე კლდეზეა აშენებული თითქოს შეზრდილია მასთან და გადმოჰყურებს მთელ ქალაქს. დღის განმავლობაში იგი სხვადასხვაგვარად ნათდება და მისი სილუეტი ცის ფონზე მომხიბვლელ სურათს ქმნის. ტაძარი, რომლის კედლები თითქოს სალი კლდის გაგრძელებას წარმოადგენენ აირეკლება მტკვარში და ამით ადიდრებს მთებში მომწყვდეული და გაშენებული ქალაქის თავისებურ სურათს.



მეტეხის ციხე - საპყრობილე

რუსეთის ხელისუფლების დამყარების შემდეგ მეტეხის ეკლესია განაგრძობს მოქმედებას. ძველი სიმაგრე კი, რომელიც ჯერ კიდევ ერეკლე II-ს დროს შელახული იყო, 1819 წელს იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაანგრია და მის ნაცვლად საპყრობილეს შენობები აღმართა. თითქმის 120 წელიწადს იარსება სატუსაღო შენობამ. 1898 წელს მეტეხის ციხეში იჯდა მაქსიმ გორკი. მეტეხში 1903 წლის აგვისტოს გარიჟრაჟზე ციხის საკნის გისოსთან ვერაგულად მოკლეს ლადო კეცხოველი.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მეტეხის ციხე გაუქმდა და 1937 წელს დაანგრიეს, ხოლო ტაძარი, როგორც ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუში, ხალხის კუთვნილებად გამოცხადდა.

განავრცე